საქართველოს პრეზიდენტმა, პრინსტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ყურადღება, საქართველოში გატარებულ რეფორმებზე, განსაკუთრებით კი, პოლიციის სფეროზე გაამახვილა.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე, კომენტარი, ჩიკაგოს სამიტზეც გააკეთა. მისი თქმით, სამიტი ქვეყნისთვის დიდი იმედი და უსაფრთხოების გარანტია.
“ჩვენ არჩეული გზით მივდივართ და პროგრესს ვაღწევთ, ამას იტყვიან სამიტზეც. ნატო იტყვის, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და მიუახლოვდა ალიანსს. ბოლოს აუცილებლად აღნიშნავენ, რომ ჩვენ საკმარისზე მეტი გავაკეთეთ”,- განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრინსტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა გამოსვლისას საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე და იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში ბოლო 8 წლის განმავლობაში განხორციელდა.
internet.ge