GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: საქართველო რეგიონში კაშკაშა მაგალითად იქცა
11:30 18.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო მენტალურად და ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანაა. 

როგორც პრინსტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, საქართველო, რეგიონში კაშკაშა მაგალითად იქცა.

მისი თქმით, საქართველო კარიბჭეა ცენტრალურ აზიას, კასპიის რეგიონსა და ევროპას შორის. ის წარმოადგენს დიდ სატრანზიტო მარშრუტს ცენტრალური აზიიდან, ჩრდილოეთ ჩინეთიდან და ავღანეთიდან ევროპისკენ.

“ბევრი რამ ჯერ ისევ გასაუმჯობესებელია. ჩვენ მიზნამდე ჯერ კიდევ შორია, რადგან წინ გვაქვს არჩევნები და გვინდა ისინი გამჭვირვალედ ჩავატაროთ. საქართველო წარმატებულია მენტალურად, ეკონომიკურად, ტრანსფორმირებული ვიზუალურად - ის რეგიონეში კაშკაშა მაგალითად იქცა", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ქვეყნის პირველი პირის განცხადებით,  ვარდების რევოლუციის შემდეგ, ქვეყანაში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა - ხელისუფლებამ სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა და გაძლიერება დაიწყო, რაც მენტალური რევოლუციის საფუძველი გახდა.  

ინსტიტუციონალური რეფორმის განხორციელების შედეგად, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო რეგიონში მისაბაძი მაგალითი გახდა და ამ წარმატებული რეფორმების გაზიარების მიზნით, დელეგაციები თითქმის ყველა ქვეყნიდან მათ შორის, რუსეთიდანაც ჩამოდის. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რეფორმები მთელი რეგიონის მასშტაბით უნდა  განხორციელდეს, რადგან გარშემო მყოფი ქვეყნების განვითარებას საქართველოსთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

ქვეყნის ლიდერმა მომავალ პოლიტიკოსებს რჩევაც მისცა.

„არაფერი არ მიიღოთ ისე, როგორც ჩანს - ზოგი რამ უნდა უგულებელყოთ, ზოგჯერ საკუთრი თავი კრიტიკულად უნდა შეაფასოთ; ნუ დაეყრდნობით გაბატონებულ დოგმებს, უბრალოდ, იყავით გამბედავი, იმოქმედეთ და ყველაფერი კარგად იქნება“, - განუცხადა მათ  პრეზიდენტმა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პუტინმა ახალი მინისტრთა კაბინეტი დაასახელა1
რუსეთი 5 ახალ ატომურ წყალქვეშა ნავს ააგებს2
იტალიაში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა3
მიხეილ სააკაშვილი: საქართველო რეგიონში კაშკაშა მაგალითად იქცა4
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X