სააკაშვილი: საქართველო აჩვენებს, რომ ზოგჯერ იდეები უფრო ძლიერია, ვიდრე ტანკები და ფული
საქართველოს
პრეზიდენტის
მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ჩვენს ქვეყანას, ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, მანამდე კი, არჩევნებია ჩასატარებელი.
როგორც
პრინსტონის
უნივერსიტეტში
სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა განაცხადა,საქართველოს წარმატების მაგალითი აჩვენებს იმას, რომ ზოგჯერ იდეები უფრო ძლიერია, ვიდრე ტანკები და ფული.
ეს არის იმედის გზავნილი მათთვის, ვისაც მსოფლიოში თავისუფლება უყვარს.
“ჩვენი
სურვილია,
რომ ყველა ტენდენციის მიუხედავად, თითოეული საარჩევნო პროცესი იმდენად გამჭვირვალე იყოს, რამდენადაც შესაძლებელია, რადგან ხალხი ამ არჩევნებზეა კონცენტრირებული”,-
განაცხადა
პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ,
რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრინსტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა გამოსვლისას საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე და იმ
ცვლილებებზე
ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში ბოლო 8 წლის განმავლობაში განხორციელდა.
Internet.ge