„ქართული
ოცნების"
ლიდერები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს
შეხვედნენ.
ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს
ინფორმაციით, შეხვედრის
მთავარი თემა "მენეჯმენტ-სერვისის" ირგვლივ შექმნილ პრობლემები იყო.
„კონტროლის პალატამ „მენეჯმენტ-სერვისის“ დაჯარიმება და მისი
გაბანკროტება დაიწყო. იმის მიუხედავად, რომ არც ერთი ნორმალური იურიდიული შეკითხვა
არ არსებობს ამ ორგანიზაციის მიმართ. პოლიტიკურ კოალიციას "მენეჯმენტ-სერვისისგან" რეგიონებში დაახლოებით 60-მდე ოფისი აქვს ნაქირავები, ხელისუფლება კი ცდილობს კოალიცია რეგიონებში ოფისების გარეშე დატოვოს. სწორედ ამ მიზეზით კონტროლის პალატა აბსურდულ ბრალდებებს მიმართავს და ცდილობს "მენეჯმენტ-სერვისის" გაკოტრებას უზარმაზარი ჯარიმებით“,-
განაცხადა ივანიშვილმა.
პრესსამდივნოს ცნობით, დიპლომატებთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო „გლობალ ტივის“ გარშემო შექმნილ პრობლემებსაც.
Internet.ge