„ქართული ოცნების“ ლიდერები ან მათემატიკაში ვერ ერკვევიან, ან დაავიწყდათ
2003 წელს რამდენი ათასი ადამიანი წავიდა ფოთიდან შევარდნაძის რეჟიმის წინააღმდეგ
საბრძოლველად“,- ასე ეხმაურება ფოთის მერი გოჩა ლემონჯავა "ქართული ოცნების" კოალიციის
წევრის, ელისო ჩაფიძის განცხადებას.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ლემონჯავამ განუცხადა, „ქართული ოცნების“
ლიდერების მიერ, გუშინ ფოთში გამართულ შეხვედრას, 400-450 ადამიანი ესწრებოდა.
„დარბაზი, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერები მოსახლეობას შეხვდნენ
400-450 ადამიანს იტევს. რაც შეეხება ელისო ჩაფიძის განცხადებას, რომლის
მიხედვითაც თურმე "ვარდების რევოლუცია" პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 500 კაცით
მოუხდენია, სერიოზულ კომენტარს არ იმსახურებს. 10 წლის წინ, კოალიციაში შემავალი
პარტიების უმრავლესობა, რუსთაველის გამზირზე იდგა და მათ ხალხის რაოდენობა არ უნდა
ეშლებოდეთ“,- განაცხადა ფოთის მერმა.
ცნობისთვის: „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გუშინ ფოთში
შეხვედრა გამართეს.
კოალიციის ლიდერები: ირაკლი ალასანია, გუბაზ
სანიკიძე, გოგლა ჟვანია და ელისო ჩაფიძე ფოთში მცხოვრებ მხარდამჭერებს შეხვდნენ.
მათ ფოთელებს კოალიციის სამოქმედო გეგმები და საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ
ელისო ჩაფიძემ განაცხადა, რომ იმ რაოდენობის ხალხით, რა რაოდენობაც ფოთში გუშინ
შეიკრიბა, მიხეილ სააკაშვილმა "ვარდების რევოლუცია" მოაწყო.
internet.ge