GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მამუკა კაციტაძე: საარჩევნო გარემოს შესაცვლელად ბევრი რამ გაკეთდა
14:52 19.05.2012
დღის სიახლეები

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ კრიტიკოსების აზრის მიუხედავად, საარჩევნო გარემოს შესაცვლელად მართლაც ბევრი რამ გაკეთდა.

როგორც კაციტაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უწყებათაშორისი კომისიის შექმნით, 2012  წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის კიდევ ერთი ბერკეტი გაჩნდა.

„ახალი მემარჯვენეები“ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, 2011 წლის 27 ივნისის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შესახებ მიღწეული შეთანხმების პუნქტებს აქვეყნებენ და აცხადებენ, რომ  შეთანხმების საფუძველზე ბარიერგადალახული პარტია ავტომატურად ფრაქციას ქმნის პარლამენტში. ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების ზედა ზღვარი 2/3-დან 3/4-მდე გაიზარდა.

„შეიქმნა და თავისი საქმიანობის აქტიურ ფაზაშია შესული საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისია, ევროკავშირმა  და გაეროს განვითარების პროგრამამ  (UNDP) უკვე დაიწყო დაახლოებით 50 მედიასაშუალების, მათ შორის ნაციონალურ სიხშირეზე მაუწყებელი ყველა არხის  მონიტორინგი. პროექტის  ბიუჯეტი  450 ათასი ევროს შეადგენს," - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, კაციტაძე უწყებათაშორისი კომისის შექმნას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ  კომისია სხვადასხვა სამთავრობო უწყებას შორის კოორდინაციას შეწყობს ხელს და მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის დიალოგს აწარმოებს.

„კომისია პოლიტიკურ პარტიებთან, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან ითანამშრომლებს. შეისწავლის  საარჩევნო პროცესის შესახებ მოწოდებულ  ინფორმაციებს, ასევე მედიით გავრცელებულ  ცნობებს  და  რეაგირებას მოახდენს გამოვლენილ ფაქტებზე“,- მიიჩნევენ ‘’ახალი მემარჯვენეები".

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თანამემამულის სტატუსის მიმნიჭებელი კომისიის სხდომა გაიმართა1
უგულავა: „ხელისუფლება მოიქცა ისე, როგორც ყველა განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში იქცევიან“2
საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 18%-ით გაიზარდა3
მიმდინარე წელს ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო სექტორი ენერგეტიკა აღმოჩნდა4
პოლიციელები ახალგაზრდებს სასტიკად გაუსწორდნენ (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X