"ნატოს კარი საქართველოსთვის კვლავაც ღიაა" - ეს
განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა ჩიკაგოს სამიტის დაწყებამდე, ერთი დღით
ადრე გააკეთა.
ჩიკაგოში, ანდერს ფოგ რასმუსენმა, საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზეც ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ ნატოს
სამიტი საქართველოს გამახნევებელ მესიჯებს გაუგზავნის.
"ჩვენ ვაფასებთ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია და საქართველო
ძალიან თვალსაჩინოდ იქნება სამიტზე წარმოდგენილი," - განაცხადა მან.
ჩიკაგოს სამიტზე საქართველო ასპირანტი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.
internet.ge