სამთავრობო საათზე შეკითხვებს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე - თინათინ ბურჯალიანი უპასუხებს
პარლამენტში, ხვალ, სამთავრობო საათზე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე - თინათინ ბურჯალიანი მივა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განუცხადა.
დეპუტატის ინფორმაციით, მას შესაბამისი უწყებიდან აცნობეს, რომ სამთავრობო საათზე, ზურაბ ადეიშვილის ნაცვლად, თინათინ ბურჯალიანი გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ ლორთქიფანიძის ფრაქციამ, პარლამენტში ადეიშვილის მისვლა მოითხოვა, მაგრამ ვინაიდან, მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება, მის ნაცვლად დეპუტატების კითხვებს ბურჯალიანი უპასუხებს.
Internet.ge