GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ISFED-ის მონაცემებით, რეგიონებში ყველაზე მეტი შეხვედრა "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამართა
16:05 21.05.2012
დღის სიახლეები

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) 2012 წლის (01 აპრილი - 04 მაისი) საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვიდაც  ამომრჩეველთან ყველაზე მეტი შეხვედრა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“  გამართა.  

1-ლი აპრილიდან  4  მაისის ჩათვლით, მმართველმა პარტიამ 31 საჯარო შეხვედრა გამართა.

ანგარიშის მიხედვით,  საჯარო შეხვედრებზე ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების/ლიდერების მიერ დასახელებულ იქნა შემდეგი ტიპის დაპირებები:

ინფრასტრუქტურის სრულად გამართვა საქართველოს დიდ ქალაქებში;

ეკონომიკის 10%-იანი ზრდა 2013 წლისთვის; ხელფასების და პენსიების გაზრდა;

ახალი ჰესების მშენებლობა; ახალი სამუშაო ადგილების შექმნა; პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ყველა დაინტერესებული პირისთვის; ტურისტების რაოდენობის ზრდა 7 მილიონამდე; ბორჯომის, ბახმაროს, ახტალის კურორტების მშენებლობა; დაზღვევის ხელმისაწვდომობა ყველა ოჯახისთვის.

რაც შეეხება კოალიცია  - "ქართულ ოცნება"-ს კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ კოალიციამ რეგიონებში მოსახლეობასთან 22 შეხვედრა გამართა.  გაჟღერებული დაპირებებია:

ჯანდაცვის ძირფესვიანი ცვლილება; სამეგრელოში 10 000 სამუშაო ადგილის შექმნა;

საგანმანათლებლო სისტემის ცვლილება; აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნება;

რუსული ჯარების გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან; დასავლური და ევროპული განთლების მიღების შესაძლებლობა თითოეული რიგითი მოქალაქისათვის.

პოლიტიკური გაერთიანება - “ახალი მემარჯვენეები“ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" მონაცემებით, რეგიონებში

მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ადგილობრივი პრობლემებით ინტერესდებოდნენ და მათ პარტიის სამოქმედო გეგმებს აცნობდნენ.

პარტიის ლიდერებმა 21 საჯარო შეხვედრა გამართეს.

გამყრელიძის გუნდი მოსახლეობას ჰპირდებოდა: სოციალური პრობლემების მოგვარებას,  წყალმომარაგებისა და გაზიფიცირების საკითხების უზრუნველყოფას,

დახმარებას მიწების დამუშავების პროცესში, სოფლის მეურნერობის განვითარებას, გაძვირებული საწვავის პრობლემის მოგვარებას, უმუშევრობის პრობლემების გადაჭრას.

კვლევაში ‘’ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობაც მოხვდა.

„სამართლიანი არჩევნების“ მონაცემებით,  „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ 1-ლი აპრილიდან - 04  მაისამდე პერიოდში, რეგიონალურ მოსახლეობასთან  4 საჯარო შეხვედრა გამართა.

„ქდმ“-ს ლიდერები ამომრჩეველს სოციალური პრობლემების მოგვარებასა და გაზიფიცირების პრობლემის მოგვარებას დაჰპირდნენ.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დავით უსუფაშვილი იუსტიციის მინისტრს მიმართავს1
ბაჩო ახალაია: გადაბარების პროცესი მშვიდად რომ დასრულებულიყო ქვეყანა უნდა დამეტოვებინა2
რიჩარდ ნორლანდმა ივანიშვილს ბარაქ ობამას მილოცვის წერილი გადასცა3
პარლამენტი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იმსჯელებს4
ხატია ბუნიათიშვილი წლის ვირტუოზად დაასახელეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X