GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პუტინმა ახალი მინისტრთა კაბინეტი დაასახელა
16:12 21.05.2012
დღის სიახლეები

კრემლში ვლადიმერ პუტინისა და დიმიტრი მედვედევის შეხვედრა გაიმართა, რომლის შემდეგაც ქვეყნის წამყვანმა პირებმა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დაასახელეს.

მინისტრთა ნაწილმა საკუთარი პოსტი შეინარჩუნა. ეს ეხება იუსტიციის, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და სპორტის მინისტრებს.

ცვლილებები განხორციელდა კაბინეტის სტრუქტურაში. შეიქმნა შორეული აღმოსავლეთის საქმეთა სამინისტრო (ვიქტორ იშაევი) და უწყება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ღია მმართველობებთან ურთიერთობებზე (მიხაილ აბიზოვი). ჯანმრთელობისა და სოციალური განვითარების სამინისტრო ორ უწყებად დაიყო - შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (მაქსიმ ტოპილინი) და ჯანდაცვის სამინისტრო (ვერონიკა სკვორცოვა).

კავშირგაბმულობისა და მასობრივი კომუნიკაციის მინისტრად ნიკოლაი ნიკიფოროვი დაინიშნა, ტრანსპორტის მინისტრად - მაქსიმ სოკოლოვი; ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის სამინისტრო სერგეი დონსკოიმ ჩაიბარა, კულტურის სამინისტრო - ვლადიმერ მედენსკიმ; შინაგან საქმეთა მინისტრი ვლადიმერ კოლოკოლცევი გახდა, ხოლო ფინანსთა მინისტრი - ანტონ სილუანოვი; ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ანდრეი ბელოუსევი უხელმძღვანელებს, სოფლის მეურნეობისას კი - ნიკოლაი ფედოროვი; საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსად ვლადიმერ პუჩკოვი დაინიშნა, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრად კი - დენის მანტუროვი.

ახალ მთავრობაში ადგილი მხოლოდ ერთმა ვიცე-პრემიერმა - იგორ შუვალოვმა - შეინარჩუნა. მისი კოლეგები იქნებიან: არკადი დვორკოვიჩი, დიმიტრი კოზაკი, დიმიტრი როგოზინი, ალექსანდრე ხლოპონინი და ოლგა გოლოდეცი.

მედვედევმა საკუთარი სია პრეზიდენტს 15 მაისს წარუდგინა. მისი თქმით, წელს გაცილებით მეტი დრო დასჭირდა მთავრობის ფორმირებას, რადგან პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი ფიგურები გამოჩნდნენ.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მოსკოვში საერთაშორისო ტერორისტი დააკავეს1
ზაქარია ქუცნაშვილი: პირადად დაგიჭირეთ მხარი, როცა პრეზიდენტი გახდით2
აფხაზეთში რუსეთის ბაზა 500 ტანკისტითა და არტილერისტით გაძლიერდა3
არჩილ ხაბაძემ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაასახელა4
პარლამენტი ახალ მინისტრთა კაბინეტს ხვალ დაამტკიცებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X