GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დავით ბაქრაძე: დადასტურებულია, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება
16:23 21.05.2012
დღის სიახლეები

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის შეფასებით,  საქართველოს ასპირანტ ქვეყნად მოხსენიება ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო იმ ქვეყნების რიცხვში განხილება, რომლებიც პირველივე გაფართოების ტალღის დროს, ნატო-ს წევრები გახდებიან.

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ბაქრაძემ განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია იმ პროგრესის აღიარება, რომელსაც საქართველომ ბუქარესტის სამიტის შემდეგ მიაღწია.

მისი თქმით, დადასტურებულია, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება.

„ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები მოწონებულია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მხარდაჭერილია და მოწოდებაა – რუსეთის მიმართ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების უკან წაღებაზე. დოკუმენტი ძალიან მკაფიოა და ის ქართული მხარისთვის აბსოლუტურად მისაღებია. ეს არის უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან ეს დოკუმენტი პრაქტიკულად, მსოფლიოს თანამეგობრობის ყველაზე დემოკრატიული და განვითარებული ნაწილის პოზიციას გამოხატავს“, – აცხადებს ბაქრაძე.

ბაქრაძის თქმით, 2008 წელს, როდესაც ბუქარესტში ქართულმა მხარემ ევროპის დაპირება მიიღო, ნატოს წევრობის დაპირებას დროში განსაზღვრული მექანიზმი არ მოჰყოლია და საქართველო და უკრაინა  ზოგადი, პრაქტიკული მექანიზმებიდან გარკვეულწილად ამოვარდნილები იყვნენ.

„რაც დღეს ჩიკაგოში ხდება, ის არის, რომ საქართველო ამოვარდნილი კონტექსტიდან სრულიად კონკრეტულ გარემოში გადავიდა. დღეს, თუ რომელიმე ქვეყანას აქვს შანსი ნატო-ს წევრი პირველივე გაფართოების ტალღის დროს გახდეს, არის სწორედ დასავლეთ ბალკანეთის ის სამი სახელმწიფო, რომელთან ერთადაც დღეს საქართველოა დაჯგუფებული.   ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს და ახლო მომავალში, შევძლებთ, ჩვენი ამოცანა და ამბიცია შევასრულოთ და საქართველო  ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდეს“, – დასძინა ბაქრაძემ.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 12 ოქტომბრისთვის1
თამაზ თამაზაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს დატოვებს2
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში კონსულტაციები განახლდა3
ლევან ვასაძე: ჩემი პოლიტიკაში წასვლა გამორიცხულია4
პოლიცია 10 თვის ბარბარე რაფაიანცის მკვლელის კვალზე გავიდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X