GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ამერიკის სენატის წარმომადგენლებს შეხვდა
16:31 21.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. მიხეილ სააკაშვილი ამერიკის სენატორს რიჩარდ დურბინს შეხვდა. მხარეებმა იმ რეფორმებსა და ცვლილებებზე ისაუბრეს, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში წარმატებით ხორციელდება.

სენატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანამ დიდ პროგრესს მიაღწია, რაც, მისი თქმით, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე, ძალიან მნიშვნელოვანია.

რიჩარდ დურბინი ISAF-ის მისიაში საქართველოს მონაწილეობის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ავღანეთში მშვიდობის დამყარებაში ქვეყანას უდიდესი წვლილი მიუძღვის. 

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს მე და საქართველოს პრეზიდენტმა განვიხილეთ, ეს არის საქართველოს მომავალი და ქვეყნის როლი ნატო-ში. მიმაჩნია, რომ  უმნიშვნელოვანესია საქართველო იყოს ალიანსის წევრი. ეს ბრწყინვალე იდეაა, და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად. მართლია, ჩიკაგოს სამიტზე ორგანიზაციის გაფართოება არ იგეგმება, მაგრამ საქართველოსთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანი სამიტია. მიხეილ სააკაშვილი აქ უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავს, რომლებზეც კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ქვეყანაში მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები ხორციელდება და ეკონომიკური პროგრესიც შეინიშნება. ეს მეტად პოზიტიურია საქართველოსთვის. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქვეყანა წინ მიდის და ძლიერ, დამოუკიდებელ სამყაროში დღეს მისი როლი სრულიად განსხვავებულია, ვიდრე ჰქონდა საბჭოთა დროს“, - განაცხადა რიჩარდ დურბინმა.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის სენატის კიდევ ერთ წარმომადგენელთან, ჯინ შაჰინთან გამართა შეხვედრა. საუბრის მთავარი თემა ამ შემთხვევაშიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყო.

მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ქვეყნის დემოკრატიულ განვითრებაზე გაამახვილა და დაგეგმილი არჩევნების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ წინასაარჩევნო თუ არჩევნების პროცესს ლეგიტიმური საერთაშორისო დამკვირვებლები ადევნებდნენ თვალს, რისთვისაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის აქტიურობაა საჭირო. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აქ ასპირანტი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი. ნატოს სამიტის მუშაობაში ასპირანტი ქვეყნების ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მათი მომავლისთვის. საქართველომ ძალიან დიდი წვილილი შეიტანა ნატოს მისიაში ავღანეთში და მათ სურთ საქართველოს უთხრან: ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით, ქვეყანა სწორ გზას ადგას და ის აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი. ჩვენი საუბარი არჩევნებსაც შეეხო. ვფიქრობ, საერთაშორისო დამკვირვებლების საქართველოში ჩასვლა აუცილებელია, რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ იცოდეს თუ რა ხდება ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას, ამერიკელმა სენატორებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და აღნიშნეს, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის კარი საქართველოსთვის კვლავაც ღიაა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა1
ფორბს საქართველოს მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია.2
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?3
ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეებმა საკრებულოსთნ კარვების გაშლა სცადეს4
ურაგანის მოლოდინში აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X