საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის მტკიცებით, ის „თელასის“ გაყიდვასთან
დაკავშირებით, ინფორმაციას არ ფლობს.
როგორც
ჟურნალისტებს ცისკარიშვილმა განუცხადა, კერძო კომპანია რას გაყიდის და იყიდის,
მისი გადასაწყვეტია, თუმცა, „რაოეესი“ და „თელასი“ აცხადებებენ, რომ არ გაყიდულან.
„თუ
მათ საწინააღმდეგოს ვინმე აცხადებს, მაშინ ეს მას ჰკითხეთ. კომპანიის მართვა რთული
კომპლექსური საკითხია. „თელასი“ არ არის პატარა კომპანია, მითუმეტეს, მისი მშობელი
კომპანია „რაოეესია“.
ვინ რას იყიდის და გაყიდის, წმინდა კომერციული მოლაპარაკებების საგანია“, – განაცხადა კანონმდებელმა.
internet.ge