დღეს, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს დაამტკიცებს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს საარჩევნო უფლებებს ანიჭებს და რომლის საფუძველზეც არჩევნებში კენჭისყრის შესაძლებლობა „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს ეძლევა.
ცვლილებებზე მესამე მოსმენით დღეს, 15:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს, რის შემდეგაც, ინიციატივას პლენარულ სხდომაზე
განიხილავენ.
ცვლილებებით, 104/4-ე მუხლი კონსტიტუციის
გარდამავალ დებულებებში იდება, რომლის თანახმად, „2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან, ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობდნენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა“.
ამასთან,
პროექტით, სადეპუტატო ასაკის ცენზიც იცვლება და ის 25-დან 21 წლამდე ჩამოდის.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო
ცვლილებები მეორე მოსმენით, გასულ კვირას, რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა.
Internet.ge