GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ბულგარეთის პრეზიდენტს და დანიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
10:15 22.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა ჩიკაგოში, ნატოს სამიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა ბულგარეთის პრეზიდენტთან როსენ პლევნელიევთან და დანიის პრემიერ-მინისტრთან ჰელე ტორნინგ შმიდტთან.

მოლაპარაკების მთავარი თემა ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავება და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები იყო.

როსენ პლევნელიევის განცხადებით,  ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და მიესალმება საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.

„საქართველოსთან დიდი მეგობრობა და საერთო ინტერესები გვაკავშირებს. მალე ვეწვევით თქვენს ქვეყანას და განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით, ბულგარეთში მიხეილ სააკაშვილსაც ველოდებით. განწყობა ძალიან ოპტიმისტური გვაქვს და მხარს ვუჭერთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. ქართველ ხალხს შემიძლია ვუთხრა, რომ ნატოს მომავალი სამიტი მნიშვნელოვანი იქნება მისი გაფართოების თვალსაზრისით. თქვენი ქვეყანა ამისთვის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს“, - განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა.

საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გამოხატა დანიის პრემიერ-მინისტრმა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო ნატო-ს წევრობის რეალური კანდიდატია და საქართველოს პრეზიდენტს ამ მხრივ მიღწეული პროგრესის შესახებ ესაუბრა.  

„შეხვედრა მეტად ნაყოფიერი იყო. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს მისწრაფებაზე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. მივესალმებით პროგრესს, რომელიც ამ მხრივ შეინიშნება. ვფიქრობ, მომავალი სამიტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ყველას გვაქვს ინფორმაცია ქვეყანაში მიღწეული წარმატებების შესახებ. საქართველო ნატოს წევრობის რეალური კანდიდატია“, - აღნიშნა ჰელე ტორნინგ შმიდტმა მიხეილ სააკაშვილთან საუბრისას.  

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ სააკაშვილი ენერგეტიკულ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა1
ღვინიშვილი: მოსახლეობას დენის, წყლის და გაზის მიწოდება სრულად აღუდგება2
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა3
სკოლებში გრიპის ეპიდემიის საფრთე იზრდება4
მატარებელმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X