GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კლინტონი: ნატოს მომავალ სამიტზე ალიანსის გაფართოება უნდა მოხდეს
10:34 22.05.2012
დღის სიახლეები

ჩიკაგოში მიმდინარე ჩრდილოტლანტიკური ალიანსის სამიტზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერთა მომავალ შეხვედრაზე სამხედრო ალიანსის გაფართოების საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს.

ეს განცხადება კლინტონმა ნატოს ასპირანტი ქვეყნების წარმომადგენლებთან - საქართველოს, ბოსნიის, მაკედონიისა და ჩერნოგორიის დელეგაციებთან შეხვედრისას გააკეთა. 

მართლია, ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერთა მომავალი შეხვედრის დრო და ადგილი ჯერ-ჯერობით, უცნობია, მაგრამ კლინტონის თქმით, ჩიკაგოს სამიტი ბოლო უნდა იყოს, რომელზეც ნატოს გაფართოება არ მომხდარა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებით განახორციელა დემოკრატიული რეფორმები, ხოლო მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები კი დამატებითი შესაძლებლობა იქნება იმისთვის, რომ ამ ქვეყანამ დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება დაამტკიცოს.

ჰილარი კლინტონმა დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა, განაცხადა, რომ მიესალმება საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და ანალოგიური ნაბიჯებისკენ რუსეთსაც მოუწოდა.

ალიანსის წევრობის პირველ კანდიდატად მაკედონია განიხილება, შემდეგი კი უკვე საქართველოა. რაც შეეხება ბოსნიასა და ჩერნოგორიას, იქ მხოლოდ ახლა იწყება რეფორმები, რომელთა გატარებაც სამხედრო ბლოკთან მიერთებისთვის არის აუცილებელი.


Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ინფლაციის დონემ - 0,9 პროცენტი შეადგინა1
იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმის ყოფნა არ დასტურდება2
პოლიციელს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს3
ჯეიმს აპატურაი: ახალი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე აკეთებს აქცენტს4
ლოპოტას ხეობაში სამხედრო მანქანების გადაადგილება გრძელდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X