GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დარჩიაშვილი: მცდელობაა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობას ჩრდილი მიადგეს
12:00 22.05.2012
დღის სიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით დარჩიაშვილის შეფასებით, დავით გარეჯთან დაკავშირებით მცდელობაა,  რომ ორი მოძმე სტრატეგიული ერის ურთიერთობას ჩრდილი მიადგეს, მაგრამ ეს არ მოხდება,  რადგან მიმდინარე მოვლენებს საღად აფასებენ ბაქოშიც და თბილისშიც.

ამის შესახებ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, დარჩიაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ჯონდი ბაღათურიამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი მკაცრად გააკრიტიკა.

დარჩიაშვილის თქმით, სააკაშვილმა ქვეყანა ჭაოიბიდან ამოიყვანა და მან სახელმწიფოს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.

„თქვენ, შეიძლება, იმ ჭაობში თავს კარგად გრძნობდით და ახლა, სააკაშვილს  ყველა წარმოსადგენ და წარმოუდგენელ ცოდვას აბრალებთ, მაგრამ მერე ამბობთ, რომ ეს ყველაფერი არაფერია იმასთან შედარებით, რაც დავით გარეჯთან დაკავშირებით ხდება. თქვენი ბრალდებები ისე განსხვავდება ერთმანეთისაგან, როგორც ცა და დედამიწა. რასთან გვაქვს საქმე? წლების განმავლობაში, იმ საბჭოთა რეჟიმში, რომლის აპოლოგეტები თქვენს ირგვლივ ბევრნი არიან, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ადმისტრაციული საზღვარი ისე იყო გაყოფილი, საზღვარი ქედზე გადიოდა და დავით გარეჯის სამონასტრო კოპლექსის ორი პროცენტი აზერბაიჯანის მხარეს მოექცა. ამას მაშინ მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან საბჭოთა კავშირი იყო.  საზღვრების დელიმიტაციის პროცესი ურთულესია და მას უნდა ხელშეწყობა და არა ისეთი ქცევა, რომელიც პირველ რიგში, საბჭოთა კავშირის აპლოგლეტებს გაახარებს. მცდელობა არის, რომ ორი მოძმე სტრატეგიული ერის ურთიერთობას პატარა პროვოკაციებით ჩრდილი მიადგეს, მაგრამ ამას ვერ მიიღებთ, რადგან საღი აზრი არის ბაქოშიც და თბილისშიც“, – აცხადებს კანონმდებელი.

დარჩიაშვილის ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით, შეთანხმება პრინციპის დონეზე მიღწეულია, მაგრამ ამ საკითხს სჭირდება კიდევ გაზომვა და არა ის, რითაც ოპოზიციონერები არიან დაკავებულები.

„ეს გეგმები იმისკენ არის მიმართული, რომ აზერბაიჯანელებს არც მთლად მეგობრულ–პარტნიორულ საქართველოზე აფიქრებინონ. მართალია, ეს გეგმები საბჭოთა კავშირზე მოტირალ ძალებს გაახარებს, თუმცა, არაფერი გამოვა, რადგან ერთია ისტორიული პროცესები და მეორე - ჯონდის გამოსვლები, რომელიც რეალურ პროცესებსაა აცდენილი“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.   

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კოალიცია „ქართული ოცნების“ სარჩელი არ დააკმაყოფილა1
სვანეთში ნაპოვნი ტურისტის ცხედარი ამოიცნეს2
ვენესუელაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა3
ოზურგეთში ორი შემნახველი კონტეინერი აშენდება4
„შსს-ს სწავლების შესაძლებლობების განვითარების" შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X