ნინელი ჭანკვეტაძე: ბურჯანაძე ცდილობს დაამტკიცოს, რომ მას პოლიტიკაში ყოფნის უფლება აქვს
„ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრის ნინელი ჭანკვეტაძის
განცხადებით, კოალიციის წევრები ყველანაირი ბრძოლისთვის მზად არიან.
როგორც itv-ის გადაცემა „კითხვის ნიშანში“ ჭანკვეტაძემ განაცხადა, 27
მაისს დაგეგმილი აქცია საარჩევნო კამპანიის დასაწყისია, თუმცა გაგრძელდება თუ არა
აქციები, ეს არავინ იცის.
ჭანკვეტაძის თქმით, მას იმედი გაუცრუეს „მემარჯვენეებმა“,
„“ქრისტიან-დემოკრატებმა“ და გია თორთლაძემ, რომლებმაც ხალხის მოთხოვნა ბოლომდე
ვერ გაიტანეს, თვითონ კი პარლამენტში შევიდნენ.
რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, მსახიობს მასთან იგივე პრეტენზიები
აქვს, რაც ადრე, თუმცა ახლა თვლის, რომ ბურჯანაძე ყოველწამიერად ცდილობს
დაამტკიცოს, რომ მას პოლიტიკაში ყოფნის უფლება აქვს და ეს კარგადაც გამოსდის.
„27 მაისიდან ვიწყევთ საარჩევნო კამპანიას, თუმცა ოქტომბრამდე დიდი
დროა და ნახავთ რამდენად შეიცვლება სურათი. ჩვენ ყველანაირი ბრძოლისთვის მზად
ვართ, თუმცა 27-ში დაგეგმილი აქცია რამდენ ხანს გასტანს, ან გაგრძელდება თუ არა
საერთოდ აქციები, არ ვიცით“,- განაცხადა
ჭანკვეტაძემ.
Internet.ge