GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„ქრისტიან-დემოკრატები” თანამდებობებზე ამორალური პირების დანიშვნის აკრძალვას ითხოვენ
13:11 22.05.2012
დღის სიახლეები

„ქრისტიან-დემოკრატები” თანამდებობებზე ამორალური პირების დანიშვნის და ერთსქესიანთა შორის ქორწინების აკრძალვაზე, საკონსტიტუციო გარანტიებს ითხოვენ.

ამ საკითხებთან დაკავშირებით, ფრაქციის წვერებმა პროექტი მოამზადეს, რომლის მიხედვით, ცვლილება კონსტიტუციის პრეამბულაში უნდა შევიდეს და ძირითად ტექსტში სიტყვა ტრადიციულს წინ, სიტყვა „ქრისტიანული” უნდა დაემატოს.

ამას გარდა, მეორე შესწორება კონსტიტუციის 24-ე მუხლს ეხება, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს ინფორმაცია თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს, ასევე, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით, ან სხვაგვარი საშუალებით. კერძოდ, ამ შემთხვევაში იგულისხმება ცალკეული ფიზიკური პირი, ანუ ავტორი, რომელიც შეიძლება იყოს რესპოდენტი, პოლიტიკოსი, ექსპერტი, თანამდებობის პირი, ჟურნალისტი.  

ასევე, მესამე ცვლილება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის ნორმატიული კონსტრუქციის რედაქციულ გამართვას უკავშირდება.

კერძოდ, ცვლილების თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს  ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა დაიკავოს, რომელიც განათლებით, პროფესიით და ასევე,  „მორალური ქცევით” კანონით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ამასთან, მეოთხე შესწორება დაკავშირებულია მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ წესთან, რომელიც პირდაპირ უკრძალავს სახელმწიფო და თვითმმართველ ორგანოებს ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემას სათამაშო ბიზნესის წარმოების, ან ისეთი კლუბების დაარსებისათვის, რომელიც რყვნის საზოგადოების მორალს და ეწინააღმდეგება საზოგადოების მიერ საყოველთაოდ აღიარებული ეთიკური ქცევის წესებს, თუ ასეთი ბიზნეს- საქმიანობა ხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, სასწავლო-დაწესებულებების შენობებისა  და რელიგიური საკულტო ნაგებობების მიმდებარე ტერიტორიაზე.

კონსტიტუციის ბოლო შესწორება კი,  სახელმწიფოს მიერ მონოგამიური ქორწინების აღიარებას და ფაქტობრივად ერთსქესიანთა ქორწინების რეგისტრაციაზე უარის გამოცხადებას ეხება. კერძოდ, კონსტიტუციის 36-ე მუხლი შემდეგნაირად უნდა ჩამოყალიბდეს – „სახელმწიფო აღიარებს ქალისა და მამაკაცის ქორწინებას, რომელიც ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას და ნებაყოფლობითობას”.

Internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რიჩარდ ნორლანდმა ივანიშვილს ბარაქ ობამას მილოცვის წერილი გადასცა1
პლანეტას „ვირუსი-არმაგედონი“ ემუქრება2
დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ეჭვმიტანილის დაკავებისას პოლიციელს სცემეს3
ცოტნე გამსახურდია სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს4
სალომე მახარაძე: ლოპოტას ხეობას ადგილობრივი პოლიცია აკონტროლებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X