„ქრისტიან-დემოკრატები“ საზოგადეობის მორალური ინტერესების დაცვის მიზნით, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით გამოდიან.
როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, გიორგი თარგამაძემ განაცხადა, მას შემდეგ, რაც მისი უწმინდესობის მიერ ეპისტოლეში გამოთქმული გაფრთხილება სოდომისეული ცოდვის პოპულარიზებასთან დაკავშირებით მწავე რეალობად იქცა, საზოგადოებამ თბილისის ქუჩებში გეი აღლუმიც კი
იხილა.
დეპუტატის შეფასებით, მისი
გუნდი ძალადობის წინააღმდეგია, თუმცა,
მიუღებელია, რომ მომხდარი ფაქტი, როგორც სექსულური უმცირესობების, ასევე მათი მხარდამჭერების მხრიდან,
მშვიდობიან გასეირნებად შეფასდეს.
„ასეთი სეირნობები მსგავსი აქტივობების მიზანი არ არის, არამედ ის არის ძალიან შორს გამიზნული და მნიშვნელოვანი მოვლენის დასაწყისი, რომლის საბოლოო შედეგი უნდა იყოს საქართველოში ჰომოსექსუალობის, მამათმავლობის, გარყვნილების, გახრწნოლობის, გაუკუღმართებული ცხოვრების წესის მორალური და სამართლებრივი ლეგალიზაცია. მთელ რიგ ქვეყნებში, სადაც სექსუალურ უმცირესობებს დიდი ხანია პრობლემები არ აქვთ და მათ შორის არც საქართველოში, ისინი ამით არ კმაყოფილდებიან და რიგ ქვეყნებში, მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს იკავებენ. საქართველო საერო – სეკულარული სახელმწიფოა და მხარს უჭერს ეკლესიის გამოყოფას სახელმწიფოდან, საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო რელიგიური ფასეულობებისგან და ღირებულებისგან დაცლილი უნდა იყოს“, – განაცხადა დეპუტატმა.
კანონმდებელის
მოსაზრებით, საქართველოს კონსტიტუცია იმ ღირებულებებს უნდა პასუხობდეს, რომელიც ასეთი ქვეყნის მრავალეთნიკური საზოგადეობისთვის მნიშვნელოვანია.
„ცალკეული ევროპული ქვეყნების მაგალითი ვერ იქნება განმსაზღვრელი, რადგან იქ გაცხადებული ათეისტების რაოდენობა 50 პროცენტს აჭარბებს, საქართველოში კი, საბდენიეროდ, ძლიერია ტრადიციული ღორებულებები და 90 პროცენტზე მეტი ამბობს, რომ მოწრმუნე ქრისტიანია, როგორც მართლმადიდებელი, ასევე გრიგორიანელი და 7 პროცენტზე მეტი ამბობს, რომ მორწმუნე მაჰმადიანია. საზოგადეობას საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს ვთავაზობთ, სადაც ხუთი ცვლილებაა მოცემული. ჩვენ არავის არ ვებრძვით. ჩვენ ჩვენი ტრადიციული ცხოვრების წესს ვიცავთ, რადგან
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იმ სახით იყოს, როგორიც
წინაპრებმა მოგვიტანეს“, – განაცხადა მან.
Internet.ge