თანამდებობეზე ამორალური პირების დანიშვნის და ერთსქესიანთა შორის ქორწინების აკრძალვებზე, „ქრისტიან-დემოკრატების“ მიერ
მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მმართველი გუნდი მხარს არ დაუჭერს.
როგორც
ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა
განუცხადა, პარლამენტში გიორგი თარგამაძისა და ნიკა ლილიაშვილის გამოსვლები ჰომოფობიური იყო.
„ჩვენს ქვეყანაში
საზოგადოება და კანონი თავისუფალია, კონსტიტუცია
კი გარანტია არის იმის, რომ არავის რაიმე ნიშნით დისკრიმინაცია არ მოხდება და შეზღუდვები, არც რელიგიური, არც ეთნიკური, არც ნებისმიერი სხვა კუთხით არ იქნება. ამის გარანტია არის დღევანდელი ხელისუფლება და პარლამენტი ამაზე თავის პოზიციას გამოხატავს“, – განაცხადა დეპუტატმა.
Internet.ge