„ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით,
იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა, სწორად მოქმედებას გააგრძელებს, საქართველო უდიდეს
წარმატებას მიაღწევს და ნატოს წევრი გახდება.
ამის შესახებ განცხადება ქარდავამ
itv-ის პრესკლუბში ყოფნისას გააკეთა.
მისი თქმით, ქართულ პოლიტიკურ
სივრცეში ნატოსადმი დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია, თუმცა „ეროვნულ დემოკრატიული
პარტია“ მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას უჭერს.
„ნატოსთან
დამოკიდებულებაში ქართული პოლიტიკური პარტიები სამ კატეგორიად იყოფიან. ნატოს
მომხრეებად, ნატოს მოწინააღმდეგეებად და გაურკვევლებად. ნატოს მომხრეებში
შევდივართ ჩვენც, ნატოს მოწინააღმდეგეები იყურებიან რუსეთისაკენ და ისედაც ყველამ
იცის ვინ იგულისხმება, ხოლო გაურკვევლებში მე ვგულისხმობ „ქართულ ოცნებაში“
შემავალი ორგანიზაციების გარკვეულ ნაწილს, რომელთაც ვერ გაუგიათ რა უნდათ, დღეს
ერთს ამტკიცებენ და ხვალ მეორეს“,- განაცხადა ქარდავამ.
Internet.ge