პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ არაბეთის მაჯლის აშ-შურას მეჯლისის წევრები მიიღო,
რომელთანაც საქართველოში ეკონომიკურ და ბიზნეს სფეროში მიმდინარე საკითხებზე ისაუბრა.
არაბმა სტუმრებმა საინვესტიციო გარემოს და ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების სურვილი გამოთქვეს და ეკონომიკური რეფორმების ქართული კანონმდებლობითაც დაინტერესდნენ.
შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის საუდის არაბეთის როლზე გამახვილდა.
შეგახსენებთ,
რომ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში არაბი დეპუტატები შეხვედრებს თბილისის მერთან, აღმასრულებელი ხელისუფლების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან გამართავენ. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელთან. საუდის არაბეთის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოდან 28 მაისს გაემგზავრება.
Internet.ge