მიხეილ სააკაშვილი: მომდევნო სამიტისთვის საქართველოს შანსი აქვს ნატოს წევრი გახდეს
ჩიკაგოს ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა პირველი კომენტარი გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილმა ნატოს სამიტის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ალიანსს ზუსტი პოლიტიკა აქვს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. მან ყურადღება მიღებული დეკლარაციის მნიშვნელობაზეც გაამახვილა, რომელშიც ვრცლად არის გაწერილი რუსეთის შეუსრულებელი ვალდებულებები.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, საქართველომ უნდა განაგრძოს არჩეული პოლიტიკური კურსი და აუცილებლად მიაღწევს დასახულ მიზნებს.
„ბუქარესტის ნატოს სამიტის შემდეგ, რომელზეც საქართველოსთან დაკავშირებით ბევრი დისკუსია გაიმართა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ნატოს მიმართულებით პროგრესის სერიოზულ ნიშანს ველოდებოდით. ვფიქრობ, ეს ნიშანი ჩიკაგოს სამიტზე მივიღეთ. თავდაპირველად, საქართველო უკრაინასთან ერთად მიისწრაფვოდა ალიანსში ინტეგრაციისკენ, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორების გამო, უკრაინამ ამ გზას გადაუხვია და საქართველო დიდი ხნის განმავლობაში, პრაქტიკულად, მოშორებით იდგა ევროპისგან. მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოსთან მიმართებაში ნატო-ს არ ჰქონდა პოლიტიკა“,-
განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, შემდეგ სამიტზე, რომელიც სავარაუდოდ 2014 წელს
გაიმართება, საქართველოს დიდი შანსი აქვს. ქვეყანაში კი, პროგრესი გაგრძელდება და
მომდევნო სამიტისთვის საუკეთესო ფორმაში იქნება, რის შემდეგაც ძნელი იქნება იმის
ახსნა, რატომ არ იღებენ საქართველოს ნატოში.
„ახლა კი, ნატო-ს წარმომადგენლები, მათ შორის გენერალური მდივანი ჰილარი კლინტონი, ბრიტანეთის ლიდერები აქ
ყველა გამოსვლის დროს ძალიან ნათლად და ცალსახად ლაპარაკობდნენ საქართველოს პროგრესზე. ეს მიღებულ დოკუმენტშიც აისახა. ამას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ამ პროგრესით საქართველო ჩვენი რეგიონიდან გადავიდა ბალკანეთის რეგიონში. ფაქტობრივად, შიქმნა არაფორმალური კლუბი და ყველამ იცის, რომ ეს სამი ბალკანური ქვეყანა ნებისმიერ შემთხვევაში გახდება ნატოს წევრი. ამ თვალსაზრისით, ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია“,- განაცხადა სააკაშვილმა.
Internet.ge