GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ივანიშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს არ დაამტკიცოს საკონსტიტუციო ცვლილებები
19:07 22.05.2012
დღის სიახლეები

კოალიაცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის მიერ დღეს მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებას ეხმაურება და საქართველოს პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს. ბიზნესმენი მიხეილ სააკაშვილს საკონსტიტუციო ცვლილების არ დამტკიცებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ სააკაშვილი კონსტიტიიაში შეტანილი ცვლილებების ბოიკოტით ქვეყნის პრესტიჟს გადაარჩენს.

„მოგმართავთ, არ მოაწეროთ ხელი კონსტიტუციურ ცვლილებებს. ამით თქვენ გადაარჩენთ ქვეყნის პრესტიჟს და მის კონსტიტუციურ ფუნდამენტს, რომელიც შეუდარებლად მაღალი ღირებულებაა, ვიდრე თქვენი, ჩემი და ყველა პოლიტიკური ძალის აწმყო თუ მომავალი, ერთად აღებული. ამასთანავე, მე არ ვაპირებ ახირებაში გაგეჯიბროთ და მზად ვარ მოგცეთ დაშვებული შეცდომების გამოსწორების კიდევ ერთი საშუალება - ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად მოგმართოთ ისეთი განცხადებით, რომელზეც  თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრები და საჯარო მოხელეები მიუთითებენ“,- ნათქვამია წერილში.

ივანიშვილი მიმართავში აღნიშნავს, რომ მისი თხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული კონსტუტუციით არ ისარგებლებს.

„თუ არ გაითვალისწინებთ ჩემს რჩევას და უარს არ იტყვით კონსტიტუციურ ცვლილებებზე, მაშინ მე არ გავხდები ანტისახელმწიფოებრივი ქმედების თანამონაწილე, არ ვისარგებლებ აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილებებით და არ მივიღებ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში; გავაგრძელებ აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას იმ ფარგლებში, რასაც საქართველოს კონსტიტუცია ადგენს საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის - მირჩევნია, კანონის ზღვარზე ვიარო, ვიდრე თქვენთან ერთად გავიდე ანტისახელმწიფოებრივ და  ანტიკონსტიტუციურ სივრცეში“,- მიიჩნევს ივანიშვილი და აქვე დასძენს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანას სჭირდება.

„იმედს ვიტოვებ, რომ თქვენ, თქვენი გუნდის წევრები და თქვენი მრჩევლები მოუხმობთ კეთილგონიერებას და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. ეს გადაწყვეტილებები მე არ მჭირდება, ქვეყანას სჭირდება“,- ნათქვამია ღია წერილში რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გვერდით გავრცელდა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მსჯავრდებულთა განცხადებით, მათ ჯანმრთელობას ჯეროვანი ყურადღება არ ექცევა1
დეპუტატმა ინვალიდ ბავშვს სცემა2
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო3
გია ხუხაშვილი „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შესახებ საგანეგებო განცხადებას გააკეთებს4
ხუხაშვილი: ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ ვოლსკის ნომრიდან საშინელი გინების ტექსტი მივიღე5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X