GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თარგამაძე: ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, პოლიტიკური თვალსაზრისით, მომგებიანი არ არის
19:10 22.05.2012
დღის სიახლეები

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, გიორგი თარგამაძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას 27 მაისის ქუჩის აქციას უკავშირებს.

როგორც ჟურნალისტებს თარგამაძემ განუცხადა, მისმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა და საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომლითაც პოლიტიკური გამოსავალი იქნა ნაპოვნი, კერძოდ, ძირითად მოთამაშეებს არჩევნებში ჩართვის უფლება და მაღალი თანამდებობების დაკავების საშუალება ექნებათ.

თარგამაძის თქმით, ვინ როგორ მიიღებს ამ ცვლილებებს, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა ივანიშვილის განცხადება ეფექტის მატარებელი არ არის.

თარგამაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის გუნდი ფიქრობს, რომ ამ ცვლილებებით ხელისუფლებამ უკან დაიხია და ილუზია აქვთ, რომ მმართველ გუნდს კიდევ უკან დაახევინებენ.

„ამ ილუზიებისგან მე შორს ვარ. ხელისუფლება არაფრის დამთმობი აღარ არის, აგერ ბურთი და მოედანი, ვნახავთ, ვინ რას გააკეთებს,“- დასძინა მან.

დეპუტატის მოსაზრებით, ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 27 მაისს დაგეგმილ ქუჩის აქციას უკავშირდება.

„როგორც ჩანს, მათ პოლიტიკური ტემპერატურის აწევა სურთ, და ეს გასაგებია, მაგრამ გრძელვადიანი პოლიტიკის თვალსაზრისით, ეს გადაწყვეტილება მომგებიანი არ არის, სჯობს დაპირისპირება ერთმანეთთან გაარკვიონ“,-განაცხადა თარგამაძემ.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ „მაგნიტსკის რეზოლუცია“ მიიღო1
მაია ფანჯიკიძე ყაზახეთის დროებით რწმუნებულს შეხვდა2
დასუფთავების ტარიფის განახევრების საკითხს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებენ3
პედოფილმა შინაპატიმრობისას 1000 ლეკვი აწამა4
პარლამენტის სხდომას მიხეილ სააკაშვილი გახსნის5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X