სტრასბურგში დღეს, ევროპის საბჭოს 122-ე
მინისტერიალი გაიმართება.
აღნიშნულ მინისტერიალზე ევროპის საბჭოს
თავმჯდომარეობა დიდი ბრიტანეთისგან ალბანეთს გადაეცემა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ
ვაშაკიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მინისტერიალის დღის წესრიგში
კონსესუსის საფუძველზე იქნა შეტანილი საქართველოს საკითხი სახელწოდებით -
„საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა
დაცვის ხელშემშლელი გარემოებების დაძლევა“.
ვაშაკიძის განცხადებით, საკითხის განხილვა,
საშუალებას აძლევს ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს, მინისტერიალის ფარგლებში
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.
Internet.ge