GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მანანა ნაჭყებია ფოთის წყალმომარაგების მდგომარეობას გაეცნო
12:41 23.05.2012
დღის სიახლეები

"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია, დღეს, ფოთში, მშვიდობის ქუჩაზე მცხოვრები მერი სერგიას ოჯახს ესტუმრა და მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემით დაინტერესდა. 

მისი თქმით, რა თქმა უნდა, კარგია, რომ ფოთში წყალი უკვე რამდენიმე დღეში ერთხელ, რამდენიმე საათით მაინც მოდის, მაგრამ მოსახლეობას ტარიფი იმიტომ გაუზარდეს, რომ 24-საათიან მომარაგებაზე გადაეყვანათ.

"გაზრდილი ტარიფი, რომელიც არც ისე იაფია - 55 თეთრი კუბურ მეტრზე, მაშინ უნდა შესულიყო ძალაში, როცა ქალაქი წყალს 24 საათი მიიღებდა. ჯერ ტარიფი აამოქმედეს და 24-საათიანი წყალმომარაგება აქამდე მხოლოდ  დაპირებაა",- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

ნაჭყებია აცხადებს, რომ ფოთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2006 წლიდან მიმდინარეობს და მასზე 47 მილიონი ლარი იხარჯება.

"თავდაპირველად 27 მილიონი ლარი გამოიყო, მათ შორის ფოთის ბიუჯეტიდანაც იყო თანხები ჩადებული, მაგრამ ფული წყალში გადაიყარა. დამატებით 20 მლნ. ლარი სწორედ ამიტომ გახდა საჭირო.

"ბოლო სამი წლის განმავლობაში ფოთის ინფრასტრუქტურისთვის - სანიაღვრეების მოწყობისთვის, წყალარინების სისტემისთვის  30 მლნ. ლარია გამოყოფილი, მაგრამ წვიმის დროს ქალაქს ისევ პრობლემები აქვს. კარგია, რომ  ფოთში წყალმომარაგების პრობლემა გვარდება და ინფრასტრუქტურა  წესრიგდება, მაგრამ  ეს დაუსრულებელ პროცესად არ უნდა იქცეს. ფოთში ისედაც  ბევრი სოციალური პრობლემაა და მოსახლეობა  ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით მაინც უნდა იყოს უზრუნველყოფილი", - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნანუკა ჟორჟოლიანი: მალე მეც მომიწევს დამშვიდობება მაყურებელთან1
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანა მოსთხოვა2
დაკავებული სტუდენტი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს3
მერიამ „ქართულ ოცნებას“ თავისუფლების მოედანზე მანიფესტაციის გამართვის ნებართვა მისცა4
ირაკლი ღარიბაშვილი: მე ვტოვებ ‘’ქართულ ოცნებას"5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X