GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ერდოღანმა ირანის ბირთვულ პროგრამას მხარი დაუჭირა
19:43 28.03.2012
დღის სიახლეები

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა დღეს აღიარა ირანის უფლება საკუთარი ბირთვული პროგრამის შემუშავებაზე, წერს „ედიოტ ახრონოტ“.

ირანის ვიცე-პრეზიდენტთან მოჰამედ-რეზა რახიმთან შეხვედრის შემდეგ თურქეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა: „არავის აქვს უფლება, ძალა გამოიყენოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომლის ბირთვული წარმოება მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებით გამოიყენება“.

ერდოღანის თქმით, მსოფლიოში, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ეწინააღმდეგება ატომის ენერგიის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებას, მაგრამ მხარს უჭერს მის მშვიდობიან მოხმარებას.

მანამდე თურქეთი აცხადებდა, რომ არ შეუერთდებოდა ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნების სანქციებს. კერძოდ, ანკარამ უარი თქვა შეემცირებინა ირანული ნახშირწყალბადების შესყიდვა.

აღნიშნული განცხადება ისრაელისა და თურქეთის ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაუარესების ფონზე გაკეთდა. 2011 წელს ამ ქვეყნებს შორის დიპლომატიურ კონფლიქტს ჰქონდა ადგილი, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაწევით დასრულდა, ასევე შეწყდა თანამშრომლობა ეკონომიკურ და სამხედრო სფეროებში.

ისრაელი დარწმუნებულია, რომ ირანი საკუთარი ატომური ბომბის შექმნას აპირებს და იმქურება, რომ ნებისმიერი გზით შეეცდება თეირანის შეჩერებას.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ლეონ პანეტას თქმით, ისრაელმა, ირანის ბირთვულ ობიექტებს, შესაძლოა, დარტყმა გაზაფხულის ბოლოს მიაყენოს.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თაქთაქიშვილი: ივანიშვილის მოთხოვნები გვაფიქრებინებს, რომ მათი მიზანი არჩევნების შემდგომ არეულობის გამოწვევა1
ერდოღანმა ირანის ბირთვულ პროგრამას მხარი დაუჭირა2
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა3
ფორბს საქართველოს მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია.4
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X