ფრაქციის „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრები ქუთაისში, 26 მაისის პარლამენტის საზეიმო სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
როგორც
ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარემ, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განუცხადა, მათ პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის თანამშრომელმა დაურეკა და ჰკითხეს – სხდომას დაესწრებოდნენ
თუ არა.
„მათ
ფრაქციის ყველა წევრმა უარყოფითი პასუხი გასცა. რა თქმა უნდა, ჩვენივე განცხადების ერთგული ვრჩებით. საპარლამენტო უმცირესობაზე ხელისუფლებამ ზეწოლა მოახდინა. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ უმცირესობაში შემავალი ორი ქვედანაყოფი დამოუკიდებელი არ არის,“ – განაცხადა დეპუტატმა.
შეგახსენებთ,
რომ საპარლამენტო უმცირესობა სხდომაზე დასწრებას არ აპირებდა, თუმცა, მათ პოზიცია
შეცვალეს.
internet.ge