საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, ლი მიონ-ბაკს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას
შორის სამომავლო ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს.
ლი მიონ-ბაკმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უნდა განვითარდეს, როგორც სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვისა და ენერგეტიკის მხრივ.
შეხვედრისას,
სეულისა და თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულებაც დაიგეგმა. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის. საუბრისას, პრეზიდენტები საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსაც შეეხნენ.
სამხრეთ
კორეის პირველმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც არაკორუმპირებული
გარემოთი,
გამჭვირვალეობითა
და რეფორმების შედეგებით, მთელ რეგიონში უნიკალურია.
მხარეებმა
ყურადღება
სეულში გამართული ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მნიშვნელობასა და 2010 წლის ვაშინგტონის სამიტის შემდეგ მიღწეულ პროგრესზეც ისაუბრეს. ლიდერებმა სამიტის შედეგები შეაჯამეს და მას წარმატებული უწოდეს. მათ ორი ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივა ამ მიმართულებითაც დასახეს.
კორეის პრეზიდენტის ლი მიონ-ბაკის თქმით, საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ქვეყანას, მეტად მნიშვნელოვანი როლი აქვს, როგორც ზოგადად რეგიონისთვის, ისე კორეის რესპუბლიკისთვის.
internet.ge