GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დავით გამყრელიძე: სოფლების აბსოლუტური უმრავლესობა ტრაქტორის გარეშეა დარჩენილი
18:27 23.05.2012
დღის სიახლეები

”ახალი მემარჯვენეების” ლიდერები: დავით გამყრელიძე და ფიქრია ჩიხრაძე დღეს პანკისის ხეობაში, სოფელ საკობიანოსა და დუისის მოსახლეობას შეხვდნენ.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი  ”მემარჯვენეების” სოფლის პროგრამას და მოსახლეობის პრობლემებს შეეხო.

გამყრელიძის განცხადებით, პანკისის ხეობაში მცხოვრები გლეხები სასუქების და შხამ-ქიმიკატების მწვავე დეფიციტს განიცდიან. ამ პროდუქტებსა და საწვავზე ფასების ზრდის ფონზე მნიშვნელოვნად არის გართულებული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება.

”ჩვენ გვაქვს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას არ გააჩნია სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია; ჩვენ გვაქვს ტრაქტორების საპრეზიდენტო პროგრამა, მაგრამ სოფლების აბსოლუტური უმრავლესობა ტრაქტორის გარეშეა დარჩენილი; ჩვენ გვაქვს სასუქის წარმოება, მაგრამ ქართულ სასუქზე გლეხებს ხელი არ მიუწვდებათ; ჩვენ გვაქვს ახალაშენებული საავადმყოფოები, მაგრამ მათი მომსახურებით ადამიანების უმრავლესობა ვერ სარგებლობს.

ეს ხელისუფლების სოფლის მეურნეობის და სოციალური პოლიტიკის არაეფექტურობის და არათანმიმდევრულობის ბრალია.” - განაცხადა დავით გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობა ძალიან წუხს და უკმაყოფილებას გამოთქვამს სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების სიძვირის გამო. ხეობაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ადამიანები მოკლებულნი არიან ელემენტარულ შესაძლებლობას, რაიონულ ცენტრში განთავსებულ საავადმყოფოში ექიმის კონსულტაციასა და მედიკამენტების შესაძენად ფული გადაიხადონ.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა1
ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები დღეს გახდება ცნობილი2
სენსაციური კადრები, რომლის მონაწილეც ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა (VIDEO)3
ბაჩო ახალაიას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ4
ცესკო-ში შემოტანილი სარჩელების განიხვა მოეწყობა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X