სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის ყოფილი
კანდიდატი და ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა არაღიარებული რესპუბლიკის
ვიცე-პრემიერად დაინიშნა. შესაბამის განკარგულებას ხელი სამრეთ ოსეთის პრეზიდენტმა
ანატოლი თიბილოვმა მოაწერა.
ვიცე-პრემიერის პოსტზე ჯიოევა სოციალურ
სფეროზე იქნება პასუხისმგებელი.
ჯიოევამ 2011 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო
არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა არჩევნების შედეგი გაუქმდა მთელი რიგი დარღვევების
გამო. განმეორებით არჩევნებზე კი,
პრორუსმა კანდიდატმა - თიბილოვმა - მოიპოვა პრეზიდენტობის უფლება.
Internet.ge