GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბაქრაძე მომავალი თაობისთვის ხელისუფლების გადაბარებას 7–10 წელიწადში ვარაუდობს
15:26 24.05.2012
დღის სიახლეები

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მომავალი თაობისთვის ხელისუფლების გადაბარებას 7–10 წელიწადში ვარაუდობს.

როგორც ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე ბაქრაძემ განაცხადა, პოლიტიკაში პიროვნების შეცვლა ტრაგედია არ არის, რადგან ეს დემოკრატიაა.

მისი თქმით, როდესაც, მას შეცვლა მოუწევს, პრობლემა არ ექნება, რომ საკუთარი ადგილი დათმოს და საქმიანობა სხვაგან გააგრძელოს.

„ჩვენ გვინდა, რომ ქვეყნის სათავეში, თქვენი თაობა რაც შეიძლება სწრაფად მოვიდეს. ჩვენი თაობა აუცილებლად წავა იმიტომ, რომ პოლიტიკაში მუდმივი ხელისუფლება არ არსებობს. ეს ხელისუფლება, დღევანდელ ღირებულებებზე გაზრდილმა თაობამ უნდა გადაიბაროს, რადგან ეს არის იმის პირობა და გარანტია, რომ ქვეყანა წინსვლას და განვითარებას გააგრძელებს“, - აცხადებს ბაქრაძე.

სპიკერის შეფასებით, ქვეყანაში არის პოლიტიკური კლასი, რომელიც რეალურად, ამ ქვეყნის გუშინდელი დღეა და არ შეიძლება ერთსა და იმავე ადამიანებს პრეტენზია ჰქონდეთ, რომ 20–25 წლის მანძილზე ქვეყნის მომავალს წარმოადგენდნენ.

„პოლიტიკაში 25 წლის მანძილზე ადამიანი უბრალოდ ცვდება, როგორც  მორალურად, ისე ღირებულებებით და ცოდნით, ამიტომ პოლიტიკაში მუდმივად ახალი თაობა უნდა მოდიოდეს. ჩემი თაობა, როდესაც იგრძნობს, რომ ვადა გაგვივიდა, წავალთ და თაობა, რომელსაც ქვეყანა უნდა გადავაბაროთ, ეს თქვენ ხართ – ვინც თავისუფალი პატრიორული მენტალიტეტით მოდის. როცა მე ვამბობ, რომ თქვენი თაობა ხელისუფლებას გადაიბარებს, მე არ ვლაპარაკობ  30–40 წლის პერსპექტივაზე, ეს შეიძლება სულ რაღაც 7-10 წელიწადში მოხდეს, ეს დრო კი ზალიან სწრაფად გადის. ამიტომ, მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენ უნდა იყოთ ის თაობა, რომლიც ამ ქვეყანას წინ წაიყვანს და რომელიც, საბოლოოდ ძალიან ბევრ იმ რეფორმას დაასრულებს, რომელიც ჩვენ დავიწყეთ“, - განაცხადა ბაქრაძემ.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და კომპენსაციების გაცემას „ქართუ ბანკი“ უზრუნველყოფს1
ბიძინა ივანიშვილი „Millennium Challenge Corporation“-ის წარმომადგენლებს შეხვდა2
ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში მივიდა3
ივანიშვილისა და უმცირესობის კითხვა-პასუხი კამათში გადაიზარდა4
საცირკო წარმოდგენისას ლეოპარდმა 7 წლის ბავშვი დაგლიჯა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X