GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დევიდ დრეიერი: სააკაშვილის ლიდერობით საქართველო იყო პირველი, რომელიც საბჭოთა წარსულს სრულად გაემიჯნა
15:50 24.05.2012
დღის სიახლეები

მიხეილ სააკაშვილი ლოს ანჯელესში რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდში სიტყვით გამოვიდა ღონისძიებაზე, რომელიც საქართველო-ამერიკის პარტნიორობის 20 წლისთავსა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.

საქართველოს პრეზიდენტი დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას რონალდ რეიგანის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ჰეიბუშმა და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა დევიდ დრეიერმა წარუდგინეს.

დევიდ დრეიერმა განსაკუთრებით აღნიშნა მიხეილ სააკაშვილის როლი ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით და განაცხადა, რომ საქართველო, ამ მხრივ, ყველაზე  გამორჩეული ქვეყანაა.

„დემოკრატიის განვითარება ისეთ რეგიონში სადაც მომძლავრებული იყო ხალხის ნება, არის კონცეფცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის ახლოა. სწორედ ამიტომ მიიჩნევს მას ვლადიმერ პუტინი ნომერ პირველ მტრად. პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობით საქართველო იყო პირველი ყოფილ  საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, რომელიც საბჭოთა წარსულს სრულად გაემიჯნა. ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველომ წამოიწყო ენერგიული დემოკრატიის და თავისუფალი ბაზრების განვითარება, რაც 30 წლის წინ რონალდ რეიგანის ხედვა იყო. ბოლო ათწლეულების განმავლობაში მომხდარი ფერადი რევოლუციების შემდეგ არც ერთ ქვეყანას არ გაუკეთებია იმდენი, რამდენიც საქართველომ რონალდ რეიგანის იდეის განხორციელებისათვის გააკეთა, ყოველივე ამის სიმბოლო კი თბილისში რონალდ რეიგანის ძეგლია, რომელიც ერთადერთია პოსტ-საბჭოთა სივრცეში“, - განაცხადა დევიდ დრეიერმა.

ჯონ ჰეიბუშის თქმით კი, , მიხეილ სააკაშვილი მათთვის განსაკუთრებული სტუმარია, რადგან მან რონალდ რეიგანის მსგავსად, ცხოვრების დიდი ნაწილი რეგიონში თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებას მიუძღვნა. ჯონ ჰეიბუშმა მადლობა გადაუხადა მიხეილ სააკაშვილს იმ პატივისთვის, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანს მიაგო.

„დღევანდელი საღამო განსაკუთრებულია, ჩვენ არაერთი სახელმწიფო მეთაური და სტუმარი გვყოლია უცხო ქვეყნიდან და ყოველთვის სიხარულით ვმასპინძლობდით მათ. დღევანდელი საღამო განსაკუთრებულია, რადგან ჩვენთან ერთად იმყოფება ლიდერი რომელმაც, ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის მსგავსად, საკუთრი ცხოვრების დიდი ნაწილი  თავისუფლებასა და დემოკრატიას მიუძღვნა იმ რეგიონში, სადაც ასეთი განძის შეძენა იოლი არ არის. ჩვენთან ერთად იმყოფება დღეს ადმაიანი, რომელმაც დიდი პატივი მიაგო რონალდ რეიგანს, 2011 წელს პრეზიდენტ რეიგანის იუბილესთან დაკავშირებით, მან ძეგლი დაუდგა ამერიკის პრეზიდენტს საკუთარი ქვეყნის დედაქალაქში - თბილისში, რათა მომავალ თაობებს მის ქვეყანასა და მთელ მსოფლიოში ახსოვდეთ თავისუფლების მნიშვნელობა. ბატონო პრეზიდენტო, რეიგანის ფონდის სახელით მადლობას გიხდით იმ დიდი პატივისთვის, რომელიც ჩვენი პრეზიდენტის მიმართ გამოხატეთ. ასევე მადლობას გიხდით მამაცობისათვის, თავისუფლების დაცვის ბრძოლაში“, - აღნიშნა ჯონ ჰეიბუშმა.

Internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
კახეთის რეგიონული საგანგებო შტრაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს1
საქართველოს დღეს აშშ-ის საგანგებო ელჩი ეწვევა2
მაღაროელებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს3
ლაშა ჟვანიას მტკიცებით, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურა არ განიხილება4
ზუგდიდში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X