ევროპარლამენტმა
უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ევროდეპუტატები მოუწოდებენ
ქვეყნის ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაათავისუფლოს ყველა პირი, რომელიც პოლიტიკური
მოტივით არის დაკავებული, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერები.
კერძოდ,
პოლიტიკურ პატიმრად ევროპარლამენტი მიიჩნევს უკრაინის ექს-პრემიერს იულია
ტიმოშენკოს, ასევე მისი მთავრობის კიდევ ორ წარმომადგენელს, - შს მინისტრს იური
ლუცენკოს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ვალერი ივაშენკოს.
ევროპარლამენტი
მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას, პოლიტპატიმართა საკითხი საპარლამენტო
არჩევნებამდე, ანუ 2012 წლის შემოდგომამდე გადაწყვიტოს, ასევე აფრთხილებენ
იანუკოვიჩს, რომ ევროპარლამენტის მიერ დაგეგმილი არჩევნების შედეგების
აღიარება-არაღიარების საკითხი დამოკიდებული იქნება იმაზე, მისცემენ თუ არა
ტიმოშენკოს მასში მონაწილეობის უფლებას.
Internet.ge