ოპოზიციონერი დეპუტატის, დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებით, ხელისუფლება ქართველი მონოეთნიკური ერის, პოლიტიკურ ერად გადაქცევას ცდილობს.
როგორც
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სტატუსთან დაკავშირებული პროექტის განხილვისას,
ლორთიფანიძემ განაცხადა, ამ ცვლილებებით, თანამემამულის სტატუსის მიღება შეეძლებათ როგორც წარმოშობით ქართველებს, ისე ჩერქეზებს, დაღესტნელებს, ყაბარდოელებს, ჩეჩნებს, ინგუშებსა და ადიღეელებს.
დეპუტატის თქმით, ცვლილებების
დამტკიცების შემდეგ, მილიონობით ჩრდილოკავკასიელს შეეძლება
თანამემამულის სტატუსით ისარგებლოს და შეიძლება მოინდომოს საჯარო სექტორში დასაქმება.
„ეს მიზნები და შესაძლებლობები პირდაპირ არის მიმართული დემოგრაფიული პროცესების ცვილებისკენ. ამ ხელისუფლებისთვის, რომელიც პოლიტიკური სიცოცხლის გახანგრძლივებას აპირებს, ქართული ეთნო – ფსიქოლოგიური თავისებურებები პოლიტიკური მართვის პროცესებში, სერიოზული პრობლემაა. სწორედ ამ პრობლემის ასაცილებლად ცდილობს შეცვალოს დემოგრაფიული პლაზა. ხელისფლება ქართველი მონოეთნიკური ერის, პოლიტიკურ ერად გადაქცევას ცდილობს“, –
აცხადებს დეპუტატი.
შეგახსენებთ,
რომ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს საჯარო სამსახურში ხელშეკრულების საფუძველზე, დასაქმების შესაძლებლობაც ექნებათ.
Internet.ge