ხვალ,
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ახალი რეგლამენტის პროექტის განხილვა არ მოხდება, რადგან საკითხი, საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ქვორუმის არარსებობის გამო ვერ
განიხილეს.
კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის მუხლობრივი განხილვის დასრულების შემდეგ, დარბაზში კომიტეტის თავმჯდომარის ხათუნა გოგორიშვილი გარდა, მხოლოდ ოთხი დეპუტატი იმყოფებოდა.
კერძოდ, ესენი იყვნენ დავით
თოდრაძე, თამაზ პეტრიაშვილი, კახა ანჯაფარიძე და ირაკლი კენჭოშვილი.
კვორუმის არ არსებობის გამო, ხათუნა გოგორიშვილმა კენჭისყრის გამართვაზე უარი თქვა. მისი თქმით, საკითხი მომდევნო პლენარულ სხდომაზე დადგება.
Internet.ge