პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ყოფილი
ფეხბურთელი, მურთაზ ხურცილავა უერთდება.
ამის შესახებ ინფორმაცია კოალიციის ლიდერის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დევს.
პრესსამდივნოს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი დღეს ფეხბურთელ მურთაზ ხურცილავას შეხვდა.
შეხვედრის
შემდეგ ცნობილმა ფეხბურთელმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოში“ გაწევრიანების გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.
ხურცილავა აცხადებს, რომ დღემდე არცერთი პარტიის წევრი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზება ხშირად ჰქონდა.
„დღეს
ვდგები ბიძინა ივანიშვილის გვერდით, იმისთვის, რომ ქართველ ხალხთან ერთად ავიხდინო
ქართული ოცნება“,-
განაცხადა ყოფილმა სპორტსმენმა.
internet.ge