დღეს,
პარლამენტის ვიცე–სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) წარმომადგენელს, მადელაინ ელმქვისტს შეხვდა.
შეხვედრაზე
მხარეებმა „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმა და მის ფარგლებში, ამჟამად წარმოებული პროექტები განიხილეს.
კერვალიშვილის
შეფასებით, შვედეთი საქართველოს განსაკუთრებული პარტნიორი ქვეყანაა და შვედეთის განვითარების სააგენტო საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებს აფინანსებს, მათ შორის გენდერული თანასწორობის პროექტებს.
„სწორედ ერთობლივი პროექტის საფუძველზე შეიქმნა საქართველოში გენდერული თანასწორობის ეროვნული სამოქმედო გეგმაც“, – დასძინა დეპუტატმა.
internet.ge