კოალიცია
„ქართული ოცნების“ ლიდერები: ირაკლი ალასანია, ლევან იზორია, არჩილ კბილაშვილი და ბიძინა გუჯაბიძე ჩხოროწყუში, მხარდამჭერებს შეხვდნენ.
კოალიციის
ლიდერებმა
მათ „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობისა და დასაქმების
პროგრამები
გააცნეს.
“თავისუფალი
დემოკრატების“ პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ალასანიამ ყველაზე დიდი დრო სოფლის მეურნეობის პროგრამაზე საუბარს დაუთმო.
მისი
თქმით, „ქართული ოცნება“, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ამ სფეროში
1 მილიარდი
ლარის ჩადებას აპირებს.
„დღეს
გამოჩნდა რომ ჩხოროწყუშიც, ისევე, როგორც ზუგდიდში, მარტვილში, ხალხს სჭირდება ცვლილება. სწორედ ამ ცვლილებების განმხორციელებელი
არის "ქართული ოცნება“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ ჩხოროწყუში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე.
internet.ge