ჯონ ბასი: ერთად უნდა ვუპასუხოთ იმ ძალადობას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება
აშშ-ის ელჩის, ჯონ ბასის განცხადებით, საქართველოს 2011 წელს, რიგ
სფეროებში მნიშვნელოვანი პროგრესი ჰქონდა.
ელჩის შეფასებით, მიღწევებს შორისაა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი
ციხეების აგება, ზოგიერთი დანაშაულისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღება და
რელიგიური უმცირესობებისთვის შესაძლებლობის მიცემა, დარეგისტრირდნენ საქართველოში
საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით.
ბასის განცხადებით, ჯერ კიდევ არის ისეთი სფეროები დარჩენილი, სადაც
მეტი პროგრესია საჭირო.
„სამწუხაროდ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიები
კვლავ რჩება სამთავრობო კონტროლის მიღმა და შეღწევა ამ რეგიონებში უაღრესად
შეზღუდულია. კვლავ ვიღებთ ინფორმაციას ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების
დარღვევის შესახებ. კვლავ მოვუწოდებთ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამ ტერიტორიაზე
საერთაშორისო წარმომადგენლების შესვლა , რათა ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ
გამოვიკვლიოთ და ვუპასუხოთ იმ ძალადობას, რომელიც იქ ხდება“,- განაცხადა ჯონ
ბასმა.
internet.ge