მანანა ნაჭყებია: რაც სამეგრელოში ხდება, განათლების ხელმისაწვდომობის კონსტიტუციური უფლების დარღვევაა
„ახალი
მემარჯვენეების“
ერთ-ერთი ლიდერი, მანანა ნაჭყებია მარტვილის რაიონის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ აცხადებს, რომ განათლების ხელმისაწვდომობის
პრინციპი ირღვევა.
„მარტვილის
რაიონში შემაშფოთებელი მდგომარეობაა, სოფლებში სკოლები უქმდება და ბავშვებს რამდენიმე კილომეტრზე ფეხით უწევთ სიარული. ლეციცხვაიეს სკოლაზე მე პრესკონფერენციაც
ჩავატარე,
იგივე მდგომარეობაა აბედათში, ნახუნაოში, თამაკონში. იგივე ფაქტს წავაწყდი ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაცხვში.
ამ
ხელისუფლების
მაღალჩინოსნებს
და პირადად ბატონ შაშკინს მინდა ვკითხო, ისინი დაუშვებენ, რომ მათმა შვილებმა 10-12 კილომეტრი სკოლამდე და უკან სახლამდე ფეხით იარონ? ცხადია - არა. მაშინ რატომ იმეტებენ სხვის შვილებს ამისთვის. ეს სკოლები
ან უნდა აღდგეს, ან ტრანსპორტი დაინიშნოს ბავშვებისთვის. ის, რაც
სამეგრელოში
ხდება, განათლების ხელმისაწვდომობის
კონსტიტუციური
უფლების დარღვევაა“ - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.
internet.ge