“ახალი მემარჯვენეების”
ლიდერი დავით გამყრელიძე, ბიძინა ივანიშვილის მიერ, ახალი საავადმყოფოების
თემაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„როგორც
ჩანს, ბიძინა ივანიშვილი კარგად არ არის გათვითცნობიერებული
ჰოსპიტალური
სექტორის და სამედიცინო დაზღვევის სისტემის სპეციფიკაში. ახალი საავადმყოფოები მატრიალურ–ტექნიკური თვალსაზრისით კარგად არის აღჭურვილი. მთავარი პრობლემაა ადამიანებისთვის
სამედიცინო
მომსახურებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობა
და რომ ეს საავადმყოფოები,
მომსახურების
მაღალი ფასის გამო, მუზეუმებად გადაიქცა.
ამიტომ
ჩვენ, მთელი საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი ახალი საავადმყოფოების
წინააღმდეგ
კი არ უნდა გამოვდიოდეთ, არამედ უნდა ვისაუბროთ იმაზე, როგორ განვავითაროთ ქვეყანაში ცივილიზებული და სრულფასოვანი სამედიცინო დაზღვევის სისტემა, როგორ უზრუნველვყოთ საქართველოს მოქალაქეები პოლისებით, რომლებიც რეალურად დაფარავს მათი სამედიცინო და მედიკამენტოზური
მკურნალობის
ხარჯებს. ჩვენი მთავარი მიზანი არის სწორედ ასეთი სისტემის ჩამოყალიბება”,- ნათქვამია დავით
გამყრელიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა
ივანიშვილმა, ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში ახალ საავადმყოფოებზე, დაზღვევაზე
და სამედიცინო ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა.
internet.ge