კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა
წევრმა, ირაკლი ალასანიამ, ჟურნალისტებს მოძრაობის ზუგდიდის შტაბის ახალი
ხელმძღვანელი - მერაბ ქვარაია წარუდგინა.
მისი თქმით, სერგო ჩაჩიბაიას გათავისუფლებამდე, კოალიცია "ქართული ოცნების" ზუგდიდის შტაბს მერაბ ქვარაია უხელმძღვანელებს.
ქვარაიას განცხადებით, ზუგდიდის ოფისი მუშაობას დღეიდან სრული შემადგენლობით შეუდგება.
„ქალაქი, რომელიც დღეს არის ჩიხი, მალე გახდება ხიდი აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის", - განაცხადა შტაბის
ხელმძღვანელმა.
ირაკლი ალასანიამ შტაბის ხელმძღვანელად პატიმრობაში მყოფი სერგო
ჩაჩიბაია 4 მაისს წარადგინა.
ზუგდიდის პოლიციამ "თავისუფალი დემოკრატების" წევრი 27
მარტს, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა. მას იარაღის უკანონო
ტარებაც ედება ბრალად.
internet.ge