საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სეულში გამართული
უსაფრთხოების ბირთვული სამიტში, ქვეყნის მონაწილეობა შეაფასა.
პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის ჩრდილოელ მეზობლებს არ მოსწონთ საქართველოს
მნიშვნელოვან ფორუმებში მონაწილეობა, თუმცა ქვეყნის მტრების სურვილი, ქვეყნის
დღევანდელი პოლიტიკური კურსი შეცვალონ, ვერ მოხერხდება და ისინი ამას ვერ
შეძლებენ.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, სამიტში მონაწილეობა, ქვეყნის რეგიონალურ
მნიშვნელობას უსვამდა ხაზს და თავისი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.
„შეიძლება ჩვენ ჩრდილოელ მეზობელს თვალში ეჩხირებოდეს, თუ რატომ ვართ
ხოლმე ასეთ მნიშვნელოვან ფორუმებში პირველ რანგში მიწვეულები, განსაკუთრებით კი
მას შემდეგ, რაც მათ პოლიტიკურ ცხედრებად ვყავართ გამოცხადებული, მაგრამ
საქართველო არსად გაქრება და არც დღევანდელი პოლიტიკური კურსი შეიცვლება“,-
განაცხადა სააკაშვილმა.
Internet.ge