დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
საქართველოს
ეროვნული დღესასწაული ყოველი
წლის 26 მაისს აღინიშნება, ნიშნად
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან.
მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკედბლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა,
ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე
აღინიშნება.
ტრადიციულად, საქართველოს პრეზიდენტი დღეს სამხედრო აღლუმს ჩაიბარებს. თუმცა წელს პირველად საზეიმო ღონისძიებები არა ქვეყნის
დედაქალაქში, არამედ ქუთაისში, პარლამენტის მშენებარე შენობის წინ გაიმართბა.
ეს
ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს
სათავეს.
1917
წლის რუსეთში მომხდარ ბურჟუაზიულ რევოლუციას მონარქიის დამხობა და იმპერიის დაშლა
მოჰყვა. საქართველოში ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული საბჭო, რომელიც,
ფაქტობრივად, ქვეყანას მართავდა. ეროვნული საბჭოს დადგენილების 1918 წლის 26 მაისს
საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ
აირჩიეს ნოე ჟორდანია.
Internet.ge