GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჰილარი კლინტონი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ეწვევა
10:43 26.05.2012
დღის სიახლეები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი 4-7 ივნისს სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს ესტუმრება, სადაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ამ ქვეყნის პრეზიდენტებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან „რეგიონალური უსაფრთხოების, დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარების და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებს“ განიხილავს, ასევე შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს.

საქართველოში კლინტონი მონაწილეობას მიიღებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომაში, რომელიც 5 ივნისს ბათუმში გაიმართება. 

სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში რაიმე სპეციალური ფორუმი ან კონფერენცია არ იგეგმება.

ჰილარი კლინტონის კავკასიის ქვეყნებში სტუმრობა ევროპული ტურნეს ფარგლებში მოხდება, რომელიც 31 მაისიდან 7 ივნისამდე გაგრძელდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩავა დანიაში, ნორვეგიაში, შვედეთში. სკანდინავიის ქვეყნებიდან კი სამხრეთ კავკასიაში, ბოლოს, ის თურქეთს ეწვევა.

სტამბულში კლინტონი ტერირიზმთან ბრძოლის გლობალური ფორუმის თანათავმჯდომარე იქნება. თურქეთის ხელმძღვანელობასთან კი განიხილავს რიგ საერთაშორისო, მათ შორის, ირანთან და სირიასთან დაკავშირებულ საკითხებს.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ფოტორეპორტაჟი სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან1
მარიონეტულმა რეჟიმმა ენგურის ხიდი კვლავ ჩაკეტა2
მოსკოვში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გელა ქარდავა დააკავეს3
სანიკიძის თქმით ივანიშვილს ალბინოსი შვილები სისხლის აღრევის გამო ჰყავს (VIDEO)4
ფრანის გაშვებამ ბელორუსის სამხედრო-საჰაერო ძალებში განგაში გამოიწვია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X