რუსეთი მიეჩვია თავისი ვეტოთი შეძვრეს იქ, სადაც მზად არიან
რაღაც კეთილი და საასრგებლო საქმეები ჩაიდინონ, სადაც აპირებენ გატეხონ მორიგი
ტირანია და ხალხი გაათავისუფლონ. და უცნაურიც კი იქნებოდა, რუსეთს რომ ვერ მოესწრო სირიის დახმარება და
ყველას არ დაპირისპირებოდა - მიიჩნევს ცნობილი რუსი დისიდენტი და ჟურნალისტი
ვალერია ნოვოდვორსკაია, რომელმაც თავის ბლოგზე მცირე ანალიზი მიუძღვნა იმას, რომ
სირიელი დიქტატორი ბაშარ ასადი “პუტინის კაცია“.
„სირიის რეჟიმი იმდენად საყვარელია რუსეთისთვის, რომ ასადი
უკვე რამდენჯერმე გამოვიდა პუშკოვის „პოსტსკრიპტუმში“, ერთ-ერთ ყველაზე რეაქციულ
პროგრამაში მესამე არხზე - ის, უბრალოდ, ჩაეწერა იქ. სულ ყვება, როგორი კარგია და
რა ცუდი ხელქვეითები ჰყავს.
რა თქმა უნდა, პუტინისთვის საკმარისია მუბარაქის, ჰუსეინი,
კადაფის მაგალითები. მისთვის არაკომფორტული იქნება, თუ ასადსაც იგივე ბედი ეწევა,
თუკი აღმოჩნდება, რომ არ შეიძლება ტანჯო საკუთარი ხალხი და არ დაისაჯო ამისთვის.
უფრო მეტიც, მე ვფიქრობ,
სირიის ტერიტორიაზე მოკავშირეები ცდილობენ აღმოაჩინონ ის, - ერაყის ქვიშაში
დაკარგული ბირთვული იარაღი, იარაღი მასობრივი განადგურებისა, რომელიც მოასწრეს და
გაიტანეს. და საერთოდ, ბევრი მიუღებელი სიურპრიზი შეიძლება იქ აღმოჩნდეს.
ასადი დიდი ხანია იქცა გადამცემ ინსტანციად, შუამავლად -
ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიის მოწინააღმდეგეთა შორის… პალესტინამაც ბევრი რამ
მიიღო მისგან, მისი საშუალებით
გადაცემული; და ლიბანის ომისთვისაც მან (რა თქმა უნდა, არა თავისი ხაზინიდან)
იარაღის სხვადასხვა ვარიანტებს მიაგნო.
აი, რა მიჰქონდათ იქ, სირიის სანაპიროებთან, ეს იქაურ
ტერორისტებთან მიდიოდა. და თუ ეს ყველაფერი დამთავრდება და მოიძიებენ კიდეც ამას,
- ეს პუტინისთვის ძალიან არასასიამოვნო სიტუაცია იქნება. თავისი ლეგიტიმურობით, ის
ჩარეული აღმოჩნდება ძალიან მსხვილ და უსიამოვნო საერთაშორისო სკანდალში - მისგან
თავის დაღწევა რთული იქნება. რაც უნდა ილაპარაკოს ლავროვმა, მას უკვე აღარავინ
მოუსმენს.
ამიტომ ისინი ცდილობენ, ყველა ღონე იხმარონ - არ დაუშვან დასავლეთი სირიის
ტერიტორიაზე და არ დაუშვან ასადის
ჩამოგდება. ეს - მათი კაცია“ - ასკვნის ნოვოდვორსკაია.
Internet.ge