საქართველოს
პრეზიდენტის, მიხეილ
სააკაშვილის შეფასებით, ქვეყანა სატრანსპორტო, განსაკუთრებით საჰაერო კუთხით,
რეგიონალური ცენტრი უნდა გახდეს.
როგორც პრეზიდენტმა
სეულში ვიზიტის დროს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სხვა ქვეყნების
მაგალითზე ნათლად გამოჩნდა ის ფაქტი, რომ საქართველო წინ სწორი გზით მიდის.
მიხეილ სააკაშვილის
თქმით, ქვეყნის სატრანსპორტო რეგიოანლურ ცენტრად გადაქცევას, ხელს შეუწყობს ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც საქართველოში საერთაშორისო
აეროპორტების მშენებლობის კუთხით
ხორციელდება.
პრეზიდენტის
განცხადებით, ასევე ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ბიზნესმენები ამ დროისათვის მუშაობენ,
სეულსა და თბილისს შორის, პირდაპირი ავიამიმოსვლის გახსნაა.
Internet.ge